Imagine Dragons უკვე თბილისშია
- Konstantine Japaridze
- Aug 31, 2023
- 1 min read

Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი Imagine Dragons თბილისშია,ბენდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კონცერტს გამართავს.
მილიონობით გაყიდული ალბომების და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით ლას ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოში გამართავს კონცერტს ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც Imagine Dragons ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.
დღეს კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება,კონცერტს 30 ათასი ადამიანი დაესწრება,კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია,ბილეთის ფასი 200 ლარი იყო.
Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.




Comments